პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება 1 თებერვლიდან აღდგება

გამოქვეყნდა:

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება. ამის შესახებ განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. პატიმრებს ამ უფლებით სარგებლობა 28 ნოემბრიდან შეზღუდული ჰქონდათ.

"შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ", - წერია მათ განცხადებაში.

ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი