უნდა გაიხსნას საზ. ტრანსპორტი და მოიხსნას ახირებით დადგენილი კომენდანტის საათი - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არსებულ კოვიდშეზღუდვები დღეს საავტომობილო მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება ქვეყნის ეტაპობრივი გახსნა. 

"ქვეყნის ეტაპობრივ გახსნას არ აქვს ალტერნატივა. პირველ თებერვალს უნდა გაიხსნას ყველაზე მწვავე სფერო - საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უნდა გაიხსნას სკოლები და უნდა მოიხსნას ეს არაგონივრული, ახირებით დადგენილი კომენდანტის საათი. რეგულაციების დადგენით უნდა მიეცეს საშუალება მუშაობის მთის კურორტებს და აუცილებლად სარესტორნო კვებით ბიზნესებს. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლებისგან გეგმა სასწრაფოდ, როგორ გამოვალთ ამ საღათას ძილიდან, რომელშიც მოგვახვედრა ხელისუფლებამ. დღეს ჩვენ მივცემთ სიგნალს ავტომობილების მეშვეობით, რომ დროა ქვეყანა გაიხსნას", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე. 

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი