თუ შევთანხმდით შევალთ, ჩვენსა და "ოცნებას" შორის ნდობა გაღრმავდა – ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში უმრავლესობის ლიდერებთან მორიგი შეხვედრას მართავს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მასსა და "ოცნებას" შორის ნდობა გაღრმავდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოლაპარაკებების დამსახურებაა.

"გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, საბოლოო შეთანხმებამდე შეიძლება მივიდეთ, შეიძლება ვერ მივიდეთ, რა თქმა უნდა გუშინდელმა ფაქტმა, ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენს და "ქართულ ოცნებას" შორის, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ასე მომხდარიყო, ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას, რაც შეეხება ვისი დამსახურებაა – მოლაპარაკების პროცესის, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი და ზოგიერთი მედია ცდილობდა წარმოეჩინა, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი ... თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში" – ამბობს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს შეთანხმების მისაღწევად გააგრძელებენ. 

"პრიორიტეტულია საარჩევნო რეფორმა, ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ ამ საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ ყველგან და ყოველთვის სანამ რაიმე წარმატებას არ მივაღწევთ" – ამბობს პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი

შეგახსენებთ, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლდნენ, თუმცა პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ამ საკითხსაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დააყენებენ.

ელისაშვილისა და იოსელიანის შეხვედრა "ოცნებასთან" პარლამენტში, ორი საათია დაიწყო და უახლოეს წუთებში დამთავრდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი