200-მდე რესტორანი დღეს მუშაობას აჩერებს და გატანის სერვისს აუქმებს. ერთდღიანი გაფიცვის მიზეზი მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებია. რესტორნების წარმომადგენლები 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები მსვლელობას თავისუფლების მოედნიდან დაიწყებენ.
რესტორატორები ამბობენ, რომ არ აქვთ იმედი ერთდღიანი აქციის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს, თუმცა ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აზრი აღარ აქვს. რესტორნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მაკცრი შეზღუდვები კიდევ ერთი თვე გაგრძელდა ეს ბიზნესი გაქრობის საფრთხის წინაშე დადგება.
"ესეთი მიდგომები არ შეიძლება, მხოლოდ პანდემია არ არსებობს, არსებობს კიდევ ეკონომიკა და გვინდა, რომ ეკონომიკურად გადავრჩეთ. ამ ეტაპზე სტუმართ-მასპინძლობის სექტორიდან გამოვედით მიახლოებით 200-ზე მეტი რესტორანი და ჩვენი მთავარი საპროტესტო მიდგომაა, რომ 24 საათით დავიკეტეთ, ჩვენი მესიჯი არის, რომ მალე ეს დაგვემართება", - ამბობს "გასტრონავტის" თანადამფუძნებელი, ლევან ქოქიაშვილი.
ივენთ-მენეჯერი, თაკო დოლაბერიძე ამბობს, რომ იხდიან გადასახადებს და სარისკოდ არ ჰქონდეთ საქმე, რადგან დაცულობის შეგრძნება საერთოდ არ აქვთ.