"გახსენით ქვეყანა" - მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ქვეყანა უნდა გაიხსნას" - რესოტრატორების, სამოქალაქო სექტორისა და ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული სხვა ადამიანების აქცია მთვრობის კანცელარიასთან უკვე დაიწყო. რესტორატორები თავისუფლების მოედნიდან შენობამდე მსვლელობით მიდიან. 

"ქვეყნის გახსნა, სექტორის გახსნა და მოგვცენ მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვიცავთ ყველა რეგულაციას, ვართ ძალიან უსაფრთხოები, ყველანაირი რეგულაციის დაცვით ვმუშაობთ ამიტომ მოგვეცეს მუშაობის უფლება რომ შევინარჩუნოთ ხალიხ და ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა არ დაგვეფშვნას თავზე", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უაზრო რეგულაციების გამო რიგითი მოქალაქეები განწირულები არიან, რადგან სამუშაოს და შემოსავლის გარეშე რჩებიან.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით სოციალურ აფეთქებას, არ გვინდა ეს და ამიტომაცაა ეს აქცია, რაცა სწორად მიეწოდოს მესიჯი, 250 000 ადამიანი, რომელიც დღეს უმუშევარია დასაქმეს, ეს არის მთავარი მოთხოვნა", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია გაიხსნას ტრანსპორტი რათა ხალხს გადაადგილების საშუალება მიეცეს, რადგან თანამშრომლების პირადი ხარჯებით ტარებს საკმაოდ ძვირია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 200-მდე რესტორანმა პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისიც გათიშა, ბოიკოტს ისინი 24 საათის განმავლობაში გააგრძელებენ. 

კანცელარიასთან ამ წუთებში აქტივისტების სიტყვით გამოსვლები იწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი