თუ იმნაძე და გამყრელიძე უსაქმურად არ იქნებიან, შეძლებენ გახსნან ნებისმიერი სფერო - ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ დღეს ორი მთავრობის პირობებში ვცხოვრობთ ერთ მხარეს ეკონომიკური გუნდი დგას, მეორე მხარს კი ეპიდემიოლოგები, კერძოდ კი პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე.  მისი განცხადებით, დაკეტილ ვითარებაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა უმარტივესია.

"მოლები, რომლებიც გაიხსნა 24 დეკემბერს 100 000 ადამიანი გაატარა დღეში და მილიონი ადამიანი გაატარა ოპერირების დროს. როდესაც დაიცვა ის რეგულაციები, რაც იქნა დაწესებული, სწორი ადმინისტრირების რეჟიმში, როცა ეპიდემიოლოგებმა შეძლეს ემუშავათ, ამაზე ეფიქრათ და სახლში უსაქმურად არ მჯდარიყვნენ ამირან გამყრელიძე და იმნაძე. როდესაც ეს შეძლეს მათ და მოუნდათ, ამ შემთხვევაში ადმინისტრირების ფარგლებში ეს მოხდა.

ასევე, თუ ისინი მოინდომებენ და უბრალლოდ უსაქმურად არ იქნებიან, ამ შემთხვევაშიც შეძლებენ გახსნან ნებისმიერი სფერო, ტრანსპორტი, ადამაინებს მიეცემათ გადაადგილების საშუალება, გახსნან მაგალითად ბოლომდე განადგურებული სამთო ტურისტული კურორტები, სამუშაო პროცესში უნდა გადავიდეთ. დაკეტილი ვითარების მართვა უმარტივესია", - ამბობს შოთა ბურჯანაძე. 

მისი თქმით, 250 000 ადამიანი სარესტორნო ბიზნესიდან უმუშევარი დარჩა. ბურჯანაძე ამბობს, რომ პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის პირობებში ვერ ექნებათ რაიმე სტაბილურობის იმედი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მათ შორის რესტორატორები საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს, 24 საათის განმავლობაში 200-ზე მეტმა რესტორანმა გატანის სერვისი პროტესტის ნიშნად შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი