ოპოზიცია კარტოგრაფების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები კარტოგრაფების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროკურატურა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტია. ოპოზიცია პროკურორ გულუაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. მათი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური პროცესია და მმართველი პარტია მძევლებით ვაჭრობას განაგრძობს.

"პროკურატურის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და კარტოგრაფები, რომლებიც დღეს გათავისუფლებული არიან კვლავ რჩებიან ბიძინა ივანიშვილის პოლტიკურ მძევლებად", - ამბობს"ენმ"-ის წევრი ზაალ უდუმაშვილი 

"პროკურატურა არის უბრალოდ ინსტრუმენტი ამ ბინძურ თამაშში და რასაც დაავალებენ იმას შეასრულებს, რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" როდესაც იძულებულები იყვნენ, რომ გამოეშვათ ეს ორი ადამიანი, იმის მაგივრად, რომ ეღიარებინათ თავის შეცდომა, ეღიარებინათ თავისი ბოროტი ზრახვები, ბოდიში მოეხადათ და შეეწყვიტათ საქმე, ისინი განაგრძობენ მუქარას", - თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

"მოვითხოვთ, ეს საქმეები შეწყდეს, ეს ხალხი გამართლდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ისინი გირაოთი არიან გამოშვებული, საქმე შეწყვეტილი არ არის და მძევლებად ჰყავს დატოვებული ხელისუფლებას", -ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე 

"პროკურორის გუშინდელი განცხადება იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ილიჩოვა და მელაშვილი გამოშვებულები არიან "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე და დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნა არ დასრულებულა" - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 იანვარს, პროკურორ ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი