მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს - პროკურორის მუქარა კარტოგრაფებს

გამოქვეყნდა:

მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს - პროკურორი ამირან გულუაშვილი კარტოგრაფებს ემუქრება.

ის ამბობს, რომ გირაოთი გათავისუფლება არაფერს ნიშნავს, "საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა" და პროკურატურას აქვს უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების დამადასტურებლად:

ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას," - ამბობს გულუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 28 იანვრის სხდომაზე, 20 000 - 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი