რა აქვს სათქმელი ალეკოსთვის მის ყოფილ მხარდამჭერს, გია პაპას კახეთიდან

გამოქვეყნდა:

რა აქვს სათქმელი ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ფაღარათის შემდეგ მისთვის მისსავე ყოფილ, გულმხურვალე მხარდამჭერს, გია პაპას კახეთიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იტოვებდა იმედს, რომ ალეკო საბოლოოდ არ ჩა...იქნევდა ხელს:

არადა, ყველას გვახსოვს, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, როგორ იჭიმებოდა ალეკო ელისაშვილი:

"რისთვის შევიდე ახლა მანდ? ვინმეს ჰგონია, რომ დეპუტატის ხელფასი მაინტერესებს? ისედაც არ მეხალისება ჰალსტუხის გაკეთება, იქ იმისთვის მივდივარ, რომ ხალხს ვემსახურო, ხომ? დაბეჩავებული ხომ არ უნდა ვიჯდე, თამარ ჟვანიას ნაწყალობევი ხმებით? ქუჩაში არ უნდა გავიდე? ხალხს თვალებში არ უნდა შევხედო?"

მერე კი პოზიცია შეიცვალა:

"შევალ პარლამენტში... და ისე ნუ გამოვიყვანთ, თითქოს პარლამენტში შესვლით ქვეყანა იქცევა..."

მისი რიტორიკის ცვლილება არ გამოჰპარვია გია პაპას და მაშინვე გამოეხმაურა:

"ამ გადმოსახედიდან ის ჯერ კიდევ ზის", - ამბობდა ის შეკითხვაზე პასუხად, ჩაი**ა თუ არა ალეკო ელისაშვილმა.

არადა, რა გულით სთხოვა კაცმა, არ ჩა...იმასქნაო...

ბექა ყორშია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი