
"მთავარი არხის" ინფორმაციას დროშების შესახებ, თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ღარიბაშვილის უწყება "მთავარს" აკრიტიკებს, მაგრამ ადასტურებს რომ დროშების მარაგი შესავსებია.
შეგახსენებთ, მთავარის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი საბრძოლო დროშების შეკერვაზე გამოცხადებული 50 000 ლარიანი ტენდერი ჩაიშალა იმის მიუხედავად, რომ თანხა კონტრაქტორისთვის სრულად იყო გადარიცხული.
აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ საბრძოლო და ეროვნული დროშების შეკერვა დაავალა კომპანია "ემრეს", რომელიც მანამდე კერძების მომზადებით იყო დაკავებული.
დროშების რეზერვის შესავსებად ახლა დაჩქარებული შესყიდვის გამოცხადება გახდა საჭირო.