
ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე დღეს განახლებულ გუნდს წარადგენს. პრეზენტაცია 21 საათზე დაიწყება.
დღეს, 9 სთ-ზე გაგაცნობთ ნაციონალური მოძრაობის ერთიანი გუნდის ახალ წევრებს.
ეს განახლება კვლავ ადასტურებს, რომ ისტორიული მიზნის მისაღწევად - საქართველოს უკეთესი მომავლისათვის - ყველაზე სწორად, სწრაფად და მიზანსწრაფულად ჩვენი გუნდი მოძრაობს - ნათქვამია "ენმ-"ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად 2020 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.
პრეზენტაციას "მთავარი არხი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.