ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჩხოროწყუს ინციდენტთან დაკავშირებით სამართალს "ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაზარალებული ბავშვები და მათი მშობლები ვერ მიაღწევენ.
"მერია, სკოლის დირექტორები საბოლოო ჯამში არიან არა ბავშვთა საუკეთსო ინტერესზე მზრუნველი ხალხი არამედ პოლიტიკურად აბსოლუტურად გადაჯაჭვულები "ქართულ ოცნებას", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
აქვე გეტყვით, რომ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებსაც მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს - ვიდეო