კრემლის დაქირავებული მებრძოლები საქართველოში - სუს-ის განცხადება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება, სადაც საუბარია რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში ყოფნაზე.

უწყება სიუჟეტს პანიკის დათესვის მცდელობად აფასებს, თუმცა ირიბად ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლოა იმყოფებოდეს პუტინის მიერ დიქირავებული სამხედრო დაჯგუფება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას - აცხადებენ სუს-ში
 

კრემლის საიდუმლო ემისრებს საქართველოში სამმაგი აგენტი წარმოადგენს - რეპორტაჟი ამის შესახებ "შაბათის მთავარში", 30 იანვარს გავიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი