ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე იქნება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ. მისი კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა და სესიაზე დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, ავთანდილ ენუქიძე სამ დეპუტატთან ერთად პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა, შემდეგ კი ოთხივემ ახალი პარტია - "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს.

“ევროპელ სოციალისტებს“ საპარლამენტო ფრაქცია არ აქვთ, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით რეგლამენტში ცვლილებები შევიდა და ყველა იმ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ოპოზიციური ფრაქციებისთვის არის განკუთვნილი.

რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს 5 მოადგილე ჰყავს. აქედან ორი - ოპოზიციის კვოტით ინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი