შეთავაზება არ მიმიღია - აჭარის პოლიციის უფროსი შსს-ში მიმდინარე ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი თანამდებობიდან გადაყვანა იგეგმება. ანანიაშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ მუშაობას აგრძელებს აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და სხვა შეთავაზება არ მიუღია.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ არაფერი იცის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

შსს-ში დაწყებულ საკადრო ცვლილებებზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა. გიორგი გახარია ამბობს, რომ სწორი პრაქტიკაა სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელების როტაცია:

ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დროს იყვნენ დანიშნული, ორ წელიწადზე მეტია ამ თანამდებობებზე მსახურობენ და ახლა ხდება მათი როტაცია, ეს არის ნორმალური, მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ეს არის ნორმალური, ასე ხდება ყველგან" - ამბობს გახარია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი