
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი 2 თვის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებს შორის მხოლოდ დაპირისპირების გამძაფრებით იყო დაკავებული, ახლა კი ის "თავის წიაღს" დაუბრუნდა.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ 2 თვის განმავლობაში შუღლის გაღვივების გარდა არაფერი გაუკეთებია. იარა პარტიიდან პარტიაში, შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, პარტიას, ადამიანს...რაც უწინასწარმეტყველეს აუხდა. ფაქტია შედეგი ვერაფერი ვერ მიიღო, გარდა იმისა, რომ დეკლარირებულად შევიდა პარტიაში", - ამბობს გიორგი ჩალაძე "დღის სტუმრის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გააფორმეს და განაცხადეს, რომ პარლამენტში შედიან.