საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე საჯარო მიმართვას აკეთებს და "ოცნებას" მოუწოდებს, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები მთავარ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად - ამბობს ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და საჭიროა მრავალფეროვანი და ქმედითი საკანონმდებლო ორგანო.
თუმცა იქვე უმრავლესობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ოპოზიცია სჭირდება.
დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება, დრო არ ითმენს. პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან პარლამენტს - ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ოპოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში ისეთი ბერკეტები აქვს, რომელიც არ უნდ დათმოს და უნდა გამოიყენოს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს, არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება.
გააუქმებს თუ არა "ქართული ოცნება" ოპოზიციის მანდატებს? - ამ საკითხზე უმრავლესობა ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობს.