საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ყველა მხარემ მოლაპარაკების დასრულებამდე თავი უნდა შეიკავოს წინასწარ გადაწყვეტილების მიღებისაგან. ჰარცელი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას ეხმაურება:
"იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს; უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა", - ამბობს კარლ ჰარცელი "ინტერპრესნიუსთან"
გაუუქმებს თუ არა ქართული ოცნება ოპოზიციას მანდატებს, ხვალ გახდება ცნობილი. საგაზაფხულო სესიის პირველ სხომაზე სწორედ ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ.
გარდა ამისა, სპეციალური მიმართვა გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმაც და მოუწოდა უმრავლესობას, თავი შეიკავოს ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებისგან.