შესაძლოა ჩვენი ოპონენტების ნაწილს არ მოეწონოს - მდინარაძე მანდატების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

შეუწყვეტს თუ არა ქართული ოცნება ხვალ ოპოზიციას სადეპუტატო მანდატებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა.

​დღევანდელი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე დღეს ვერ ისაუბრებს და ის ჯერ უმრავლესობის წევრებთან უნდა შეჯერდეს.

სამწუხაროდ, დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან მას ხვალ სჭირდება უმრავლესობის უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება თუ უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე" ამბობს მდინარაძე.

უმრავლესობის ლიდერმა დააანონსა, რომ ოპონენტების გარკვეულ ნაწილს შესაძლოა არ მოეწონოს მიღებული გადაწყვეტილება.

შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, არ მოეწონოს - ამბობს მდინარაძე

"ქართულ ოცნებას" დღეს, საგაზაფხულო სესიამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მიმართა და მოუწოდა, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი