მშვენიერაძე კარტოგრაფების საქმეზე საპატრიარქოს პასუხობს და დოკუმენტებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს და დოკუმენტებს ასაჯაროვებს. მშვენიერაძემ პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ის ივერი მელაშვილს ჩიჩხიტურის კოშკის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. 

მშვენიერაძის თქმით, ჯაღმაიძემ 2006 წლის 12-16 ივლისს შეხვედრის დოკუმენტის (რუსულენოვანი) ფრაგმენტი წარადგინა, რომლის ერთ მონაკვეთშიც აღნიშნულია, რომ "აზერმაიჯანელმა მესაზღვრეებმა, ჩათვალეს რა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი (ქეშიში) აზრებაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება, 2 რესტავრატორი დააპატიმრეს". მშვენიერაძე წერს, რომ ჯაღმაიძემ საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ეს საქართველოს პოზიციას გამოხატავდა და ეს მტკიცებულებაა, რომ მელაშვილმა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს დაუთმო.

"რა თქმა უნდა აქ წაკითხულის გააზრებასთან გვაქვს პრობლემა, მაგრამ ამავდროულად ვვარაუდობ, რომ ვინც მასალა ანდრია ჯაღმაიძეს მიაწოდა, ტექსტის შემდეგი ნაწილები დაუმალა, რადგან ამ რანგის სასულიერო პირი მათ თავად ხომ არ დამალავდა და საზოგადოებას შეცდომაში განზრახ ხომ არ შეიყვანდა? ეს ხომ წარმოუდგენელია მისი და საპატრიარქოს მხრიდან.

ამიტომ, აქვე ვაქვეყნებ ამ დოკუმენტის ჩიჩხიტურის მონაკვეთთან დაკავშირებული ნაწილის სრულ ქართულ ვერსიას, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მხარე ამტკიცებს, რომ ჩიჩხიტური სრულად ჩვენს ტერიტორიაზეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და აღარ ამოვიდნენ კოშკზე. აქვე, ასევე აღწერილია მოლაპარაკების დროს თუ რა არგუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ, საჭიროებისამებრ",  - წერს გირგი მშვენიერაძე. 

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი