დაველოდებით "ოცნების" გადაწყვეტილებას - "გირჩმა" ისევ არ იცის შევა თუ არა პარლამენტში

გამოქვეყნდა:

დარჩება თუ არა პარლამენტს მიღმა "გირჩის განაყოფი", რომელსაც ჯერ ისევ ვერ გაუდაუწყვეტია შევიდეს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების'' დღევანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 51 ოპოზიციონერ კანონმდებელს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, თავადაც უარს იტყვიან მანდატებზე.

"დაველოდებით ოცნების გადაწყვეტილებას, თუ ოცნება საბოლოო ჯამში ჩახსნის მანდატებს, ჩვენ განცხადება უკვე დაწერილი გვაქვს და იქვე ჩავუტანთ 5 წუთში, ჩვენი განცხადებებიც იქნება და მერე რაღაც ტექნიკური დარჩება ფორმალობები სიის ჩახსნა, იმასაც გავაკეთებთ ერთ-ორ დღეში ალბათ ეს ისტორია დასრულდება. თუ ოცნება სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ მანდატები არ იქნება გაუქმებული და დარჩება, რაღაც 1 თვე, 2 თვე, რამდენიმე კვირა მოლაპარაკებისთვის ჩვენ ვეცდებით ვიყოთ აქტიურები საჯარო სივრცეში და ბევრი ვილაპარაკოთ ამ თემაზე", - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

"გირჩის" ეს ნაწილი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას'' მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვოს.

აქვე გეტყვით, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი