ეს ინციდენტი კამპანიის შედეგია – სახალხო დამცველი ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ განწყობებს თითქოს ივერი მელაშვილი მოღალატეა საზოგადოებაში თანამდებობის პირების განცხადებები აღვივებდა და თავდასხმაც, ამ კამპანიის შედეგია. 

"პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების განცხადებები, რომ ადგილი ჰქონდა სამშობლოს ღალატს, ქმნიდა საზოგადოებრივ განწყობას და აღვივებდა აგრესიას ბრალდებულების მიმართ, ვფიქრობ ეს ინციდენტიც არის ამ კამპანიის და განცხადებების შედეგი და გამოხატულება, აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და დაიწყონ აღნიშნული ფაქტის შესწავლა" – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი