არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თავაწეულები შემოვედით - ელისაშვილი პარლამენტშია

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში უკვე მივიდა. დღეს, 2 თებერვლას ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს დეპუტატების რანგში პირველი სხდომა ექნებათ. მათ იმ კენჭისყრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმება გადაწყდება. "მოქალაქეებში" ამბობენ, რომ მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ.

"არ იყო იცით მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, იცით რაც გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამაც სანამ აქამდე მოვიდოდით. თუმცა ჩვენ ადვილად თავაწეულები შემოვედით აქ, ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული ვიზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლოს 2 ადამიანი. და ასევე, გაფორმაბულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

მისი განცხადებით, მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტებიდან მხოლოდ ერთზე - სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებას სჭირდება 113 ხმა და თუ ოპოზიციას უკეთესი მომავალი უნდა ამის მხარდასაჭერად მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში. 

აქვე გეტყვით, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა უყაროს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი