"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა პარლამენტში შესვლა. ამ თემაზე მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატები შეუჩერონ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს მათი და მათი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას "რადიკალური ოპოზიის" მხრიდან.