"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკინმა "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ნომერი დაასახელა მობილურის ნომრითვე უპასუხა, ოღონდ არა თავისი, არამედ ნიკა გვარამიასი. წულუკიანმა ელისაშვილს უთხრა, რომ ნიკა გვარამიას დაურეკოს და რასა უკარნახებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პარლამენტში ის ილაპარაკოს.
"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ, მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყლაბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში, თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!" - თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსნებთ, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა გაიმეორა მობილურის ნომერი და თქვა, რომ მას მომავალი 4 წელი უკვე როგორც დეპუტატი ისე უპასუხებს. მსგავსი კამპანია მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.