"ოცნების" პარლამენტმა დღეს ოპოზიციის მანდატების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა, რასაც ოპოზიციაში დროის გაყვანის მცდელობად აფასებენ.
- "ოფიციალურად ფორმდება ერთპარტიული პარლამენტი, ამიტომ ეშინიათ ამის" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი
- "ეს არის დრო, რომელსაც გამოიყენებს ქართული ოცნება იმისთვის რომ გააგრძელოს პარლამენტის შიდა ვაჭრობა" – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი
- "მანდატებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ დიალოგისთვის რომ დავჯდეთ" – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე
- "თუ კი ეს არის დროის მოგების მიზნით, რომ კიდევ ვინმე შეიყვანონ პარლამენტში მაშინ ეს არის ფუჭი მცდელობა" – ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე
- "ქვეყნიერებამ კიდევ ერთხელ იხილა, ცხოველური შიშით შეპყრობილი ივანიშვილის, დეპუტატად თვითწოდებული გოგო–ბიჭები, რომლებმაც ოპოზიციას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე" – ამბობს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი
- "სრულად არალიგიტიმური ხალხია, პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს არცერთს ნულია ყველა, ივანიშვილის მიღებული ხმებით, რომ ვიღაცეებს დასცინიან ძალიან სასაცილოა" – ამბობს "მეტი თავისუფლება–გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე
"ძველ გირჩში", კი განსხვავებული პოზიცია აქვთ – მათ ოცნების გადაწყვეტილება მოიწონეს და მზად არიან ოცნებასთან მოლაპარაკებებისთვის.
"მე მათ მადლობა მოვუხადე კონსტრუქციული ქცევისთვის, მე ზოგადად ვაჭრობაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ" – ამბობს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია
პარლამენტმა ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, დეპუტატების პირადი მიმართვის საფუძველზე ოცნება ვალდებული იყო მანდატები შეეჩერებინა და ის არაკანონიერად მოიქცა.