პარლამენტმა ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ დასრულდა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს უყრიდნენ კენჭს. პარლამენტმა არცერთ მათგანს მანდატი ამ ეტაპზე არ შეუჩერა. 

შეგახსენებთ, რომ სესიის დაწყებმა "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პარტიამ ამ ეტაპზე მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავი შეიკავა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა. კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ამით ოპოზიციას კიდევ ერთ შანსს აძლევენ. ოპოზიცია კი ამობს, რომ ხელისუფლება ამ საკითხით ვაჭრობას აგრძელებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი