
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის, მისი თქმით, დავითგარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის სრულად დათმობის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს სტრატეგიულ სიმააღლეებს სთავაზობს:
"ახლახან გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამბობს, რომ ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთანო რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება უნდა იყოს მისი, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო, რაც გეომეტრიულადაც, ლოგიკურადაც - მიწათმომწყობიც კი ადვილად გაერკვევა ამაში, რომ ეს არის აბსურდი და თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმა დააშავა, სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს... ეს იგივეა, რომ თქვა - აგერ მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დავუთმობ, იმიტომ რომ სჭირდება და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენი იყოს", - თქვა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, გია ვოლსკი დღევანდელ სხდომაზე კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე "ალტა ოქეის" მაღაზიაში მომხდარ თავდასხმასაც შეეხო და ის "გარკვეული ჯგუფების" ტაქტიკას დაუკავშირა.