ივერ მელაშვილზე თავდასხმას გია ვოლსკი "გარკვეული ჯგუფების" ტაქტიკას უკავშირებს

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივერ მელაშვილზე 1 თებერვალს მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარტოგრაფის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე "გარკვეული ჯგუფების" ტაქტიკაა. 

"გასაგებია, რომ ეს ადამიანები, მეტად ამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები, და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე ხელი მოაწერეს, მათ შორის ერთი მათგანი უნდა ატარო თავშეყრის ადგილებზე, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს", - თქვა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ,  დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი სასამართლომ 29 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, 1 თებერვალს კი ივერ მელაშვილს "ალტა ოქეის" მაღაზიაში თავს დაესხნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი