სასამართლო პროცესი ხაშურში, სადაც მოსამართლემ დედის მხრიდან 3 წლის შვილზე ძალადობის საქმე განიხილა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ მშობლებს მოიგბისთვის 60 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო განხილვები ორი თვის შემდეგ განახლდება.
შეგახსენებთ, 35 წლის ქალს 3 შვილი სოციალურმა სააგენტომ სამი თვის ვადით მას შემდეგ ჩამოართვა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორც სცემს ის 3 წლის ბავშვს. ხათუნა იბოლაძე ამტკიცებს, რომ კარგი დედაა და პროვოკაცია ყოფილმა მეუღლემ მოუწყო, რომელიც ბავშვების მისთვის გადაცემას მოითხოვს.