ნავალნი იქნება ცარი, თუ ოდესმე მოვიდა ხელისუფლებაში, ოღონდ, უკეთესი, ვიდრე პუტინი - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, "გამოძერწილ ფიგურას" უწოდებს და ამბობს, რომ ნავალნისა და პუტინის შეხედულებები საქართველოს ოკუპაციაზე ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა მისი მოსვლა რუსეთის ხელისუფლებაში უკეთესი იქნება, ვიდრე პუტინის ყოფნა და უკეთესი იქნება მთელი მსოფლიოსთვის:

"ნავალნი არის გამოძერწილი ფიგურა... მასზე დიდი წარმოდგენის არ ვარ და მთავარი რატომაც არ ვარ ისაა, რასაც ის საქართველოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლაპარაკობს. პუტინის და ნავალნის მიმართებები ოკუპაციასთან დაკავშირებით დიდად განსხვავებული არ არის. მე მაინტერესებ ჩემს ქვეყანასთან რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულ ადამიანს. რუსეთში რომ დემოკრატიას ვერც ნავალნი ააშენებს და ვერც ვერავინ და რომ ცარისტული ქვეყანაა, რათ უნდა თქმა. ნავალნი იქნება ცარი, თუ ოდესმე მოვიდა ხელისუფლებაში, ოღონდ, უკეთესი, ვიდრე პუტინი", - ამბობს ის.

ნიკა გვარამია ალექსეი ნავალნის დოკუმენტურ ფილმებსაც ეხმიანება.

"არავინ მითხრას, რომ პუტინის კერძო სასახლიდან შემთხვევით მოდის კადრები. გასაგებია, რომ ბევრი სპეცსამსახური მუშაობს, რადგან ასეთი დოკუმენტალისტიკა შედგეს. მე არ გავაღრმეთებდი ნავალნის, თუმცა მკაფიოდ ვიტყვი, რომ პუტინს ყველაფერი ჯობია", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნავალნი 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და გენშტაბის დაბომბვას ითხოვდა

აქვე შეგახსენებთ, რომ მას დღეს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი