შესაძლებელია, უმრავლესობის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გასაჩივრდეს - ვახუშტი მენაბდე

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციონალისტები ფიქრობენ, რომ   „ქართულმა ოცნებამ“ კანონი დაარღვია, როდესაც ოპონენტებს უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.  

"საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მანდატის შეწყვეტის, მასზე უარის თქმის შესაძლებლობას, ეს არის მანდატის განკარგვის პრივილეგია, რისი უფლებაც, სამართლებრივად, მას აქვს. ხელისუფლება ვალდებულია, ამას დაეთანხმოს. რაც პარლამენტმა გააკეთა, ეს იყო კონსტიტუციური სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - ამბობს ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი.  

კონსტიუტუციონალისტებმა ოცნებას შეახსნეს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის მექანიზმს ქვეყნის მთავარი კანონი -  კონსტიტუცია განსაზღვრავს, პარლამენტის როლი  კი ამ პროცესში ფორმალურია. ვახუშტი მენაბდის თქმით, არის პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაც.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას მანდატებზე უარის თქმისა და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი