ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში გამარტივებული წესებით ვიზიტორებს თურქეთიდანაც ელოდებიან. მისი თქმით, ამ ქვეყნიდან ტურისტებიცა და ბიზნეს ვიზიტორებიც საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ და ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა.
"ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით", - თქვა ნათია თურნავამ.
29 იანვარს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და ბიზნეს ვიზით შემომსვლელებს, საშუალება ექნებათ საზღვარი ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით გადმოკვეთონ, ხოლო შემოსვლის შემდეგ 3 დღესი სავალდებული PCR ტესტირება ჩაიტარონ.