ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, პირველი თებერვლიდან, როცა ქვეყანაში რეგულარული ფრენები აღდგება ქვეყანაში შემოსვლის წესები შემსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

უფრო კონკრეტულად:

"ნებისმიერი ტიპი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს 2 სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. 

რაც შეეხება არავაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შეეძლებათ შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი, აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ", - თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებს მიმართავენ თხოვნით, თვითმფირნავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაეები, რომელთაგანაც ზემოთ მოთხოვნილი ორი პირობიდან რომელიმეს დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი