თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა

გამოქვეყნდა:

თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში კორონავირუსი  დაფიქსირდა. თელავში COVID-19 მოსწავლეებს, გურჯაანში კი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

მოსწავლეებიდან ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ-რეჟიმში გაივლიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში კი, სკოლა ორკვირიან  დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. 

სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე სკოლების  დაკეტვის აუცილებლობა არ დგას. სასწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 788 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი