მხარეების ჩიხში შესული პოზიციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენც დავფიქრდით - ჰარცელი შესაძლო მეხუთე რუნდზე

გამოქვეყნდა:

იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ოპოზიციაზე თავდასხმასა და იერიშს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მხარეებს მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

"არის მოცემულობა, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამაზე ჩვენ, ფასილიტატორები, ჯერ კიდევ ვმუშაობთ. ყველა მხარემ უნდა გავაგრძელოთ ძლიერად მუშაობა", -ამბობს კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

ჰარცელი, ასევე ამბობს, რომ მხარეების პოზიცია ჩიხშია შესული.

"მხარეების ჩიხში შესული პოზიციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენი როლი, დიალოგის ფორმატი და ასე შემდეგ," - ამბობს კარლ ჰარცელი.

რაც შეეხება  "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტია ცალი ხელით პარლამენტის კარს აღებს და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას ეპატიჟება, მეორე ხელით კი მოლაპარაკებისთვის არსებილ სივრცეში ყველა სარკმელს ხურავს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი