"ქოცებმა ვერ ისწავლეს ჭკუა" – ხათუნა გოგორიშვილი სასამართლო პროცესების განახლებაზე

გამოქვეყნდა:

განახლდება თუ არა, ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, გიგი უგულავას სასამართლო პროცესიც უცნობია, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის განახლების მოლოდინი აქვთ.

"ჩვენ საქმეზეც განახლდება სასამართლო პროცესი, ვინაიდან ნიკა გვარამიას საქმეზე, უკვე ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზეც, განახლდა პროცესები"– ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი ირაკლი კონდახაშვილი

"არაფერს არ გამოვრიცხავთ, უფრო მეტიც, იმ ვითარებაში, როცა "ოცნება" სასამართლოს და პროკურატურას იყენებს პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, შესაძლებელია გიგის საქმეები გააცოცხლონ" – ამბობს გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ნაცადი ხერხებით ცდილობს ოპოზიციის დაშინებას.

  • "პოლიტიკური დევნა და ცინიზმი ბოლო პერიოდია, ამ ხაზს ყველა ვხედავთ, მოდის სახელმწიფო შტოდან" – ამბობს ენმ–ს წევრი ბაჩო დოლიძე
  • "ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ქოცებმა ვერ ისწავლეს ჭკუა, ვერანაირი კრიზისი მათ გონებას ვერ ხსნის, ისინი თავის ბოღმას ახორციელებენ, ჩვეული წესით " – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შემდეგ, ირაკლი ოქუაშვილის სასამართლო პროცესებიც ახლდება.  – დასჭირდათ ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნისთვის – ადვოკატი ბუტა რობაქიძის საქმის განახლებაზე

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს., ხოლო 2020 წლის 5 მაისს, პრეზიდენტის შეწყალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მას 5 წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე შეუფარდეს. გამოძიება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის შესახებ რომ ბუნდოვანებები იყო, ამას ევროკავშირის დელეგაციაც მიუთითებდაკარლ ჰარცელმა კი თქვა, რომ პოლიტიკოსის დაკავება გაამძაფრებს პოლარიზაციას და ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარეები დარჩნენ 8 მარტის შეთანხმების ერთგული.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი