დასჭირდათ ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნისთვის – ადვოკატი ბუტა რობაქიძის საქმის განახლებაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი ოქურაშვილის სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებით განახლდა, ამბობს რომ 15 წლის შემდეგ საქმის გაცოცხლება, ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ოქრუაშვილს პატიმრობაში ყოფნა გაუხანგრძლივოს, რადგან 20 ივნისს მოვლენების გამო ის პატიმრობაში დიდი ხნით ვერ იქნება.

"ეს საკითხი ეხება ბუტა რობაქიძის საქმეს. 15 წლის მერე ბრალდება წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაზე. უბრალოდ ეს საქმე დასჭირდათ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნისთვის და 15 წლის შემდეგ გააცოცხლეს, არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობს ამ საქმეში. გიდასტურებთ, რომ შემოდგომაზე ამ პროცესის მიმდინარეობა და საქმის განხილვა შეწყდა პანდემიის გამო. ეს საქმე დასჭირდათ მერე იმისთვის, რომ 20 ივნისის გამო დიდხანს ვერ ეყოლებოდათ პატიმრობაში და ირაკლი ოქურუაშვილი, რომ პატიმრობაში გაეჩერებინათ"  – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი

საქმის განახლების შესახებ, თავად ირაკლი ოქურაშვილმაც ფეისბუქზე დაწერარომ ნიკა გვარამიას შემდეგ, მისი სასამართლო პროცესებიც განახლდა. 

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს., ხოლო 2020 წლის 5 მაისს, პრეზიდენტის შეწყალებით, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მას 5 წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე შეუფარდეს. გამოძიება ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის შესახებ რომ ბუნდოვანებები იყო, ამას ევროკავშირის დელეგაციაც მიუთითებდაკარლ ჰარცელმა კი თქვა, რომ პოლიტიკოსის დაკავება გაამძაფრებს პოლარიზაციას და ამიტომ მნიშვნელოვანია, მხარეები დარჩნენ 8 მარტის შეთანხმების ერთგული. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი