როგორც კი დამთავრდა არჩევნები ჩვენი საკითხი გვერდზე გადადეს - მაკო გომური

გამოქვეყნდა:

მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელებმაც "გავრილოვის ღამეს" სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიების გამო თვალი დაკარგეს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ვეღარ მიდიან.

მაკო გომურს თვალის პროთეზი დაუზიანდა, სპეცოპერაციის დამგეგმავი ხელისუფლება კი უკვე ერთი თვეა დახმარებაზე უარს ეუბნება! არადა ტიკარაძის უწყებისა და პრემიერ გახარიას მთავარი დაპირება, სწორედ მაკოსა და გიორგის გამოჯანმრთელება და შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა იყო.

"სამი კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, ასე ძალიან უეცრად და პირველ რიგში საჭიროა ამის ცვლილება, რაც არის ძალიან საჩქარო და მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ასე, რომ უგულებელყოფს ჩვენს საკითხს, როგორც კი დამთავრდა არჩევნები და როგორც კი, გამოცხადდა ის შედეგები რომლებიც იყო ყალბი და არასწორი, იმის შედეგ დაიწყო ეს პრობლემა, რომ ჩვენი საკითხის გვერდზე გადადება. მარტო გახარიასი კი არა ვფიქრობ, მთელ სისტემას ეკისრება პასუხისმგებლობა", - ამბობს მაკო გომური 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი ღამეს აქციის 202 მშვიდობიანი მოქალაქე და 73 პოლიციელი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ დაზარალებულად აქციის 4 მონაწილე 67 პოლიციელი. 

ფოტო: on.ge

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი