ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ამ საქმეს - მაქარაშვილი გომურის მკურნალობაზე 

გამოქვეყნდა:

მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელებმაც სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიების გამო თვალი დაკარგეს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ვეღარ მიდიან. სპეცოპერაციის დამგეგმავი ხელისუფლება უკვე ერთი თვეა დახმარებაზე უარს ეუბნება.

მაკო გომურის ოპერაცია ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და ახლა გაუგებარია, რატომ აღარ ხდება, თუნდაც, ამ ორგანიზაციის მხრიდან ყურადღების გამოჩენა დაშავებული სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების მიმართ. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება უარს ამბობს მკურნალობაზე მაშინ, დაზარალებულებს აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები დაეხამრებიან.

"ქართული ოცნებისგან ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებებს მივეჩვიეთ, მაგრამ ის რომ მაკო გომურს შუა გზაზე მიატოვებდნენ - მისი თვალის მკურნალობას ამას ნამდვილად არ ველოდით, ეს არის "ქართული ოცნების" რეალური სახე... "ქართული ოცნება" და ბანკი "ქართუ" აუცილებლად ჩვენ მივხედავთ ამ საქმეს", - ამბობს აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი ღამეს აქციის 202 მშვიდობიანი მოქალაქე და 73 პოლიციელი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ დაზარალებულად აქციის 4 მონაწილე 67 პოლიციელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი