ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგის შემდეგ უპასუხა.
"როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებით გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული, მკურნალობის ხარჯებზე ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. შესაბამისად, ეს ბატონ ავთანდილ თალაკვაძის პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს დახმარების პროგრამა მის მიმართ გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელებმაც "გავრილოვის ღამეს" სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიების გამო თვალი დაკარგეს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ვეღარ მიდიან. მაკო გომურს თვალის პროთეზი დაუზიანდა, სპეცოპერაციის დამგეგმავი ხელისუფლება კი უკვე ერთი თვეა დახმარებაზე უარს ეუბნება.