ირაკლი კობახიძის მამა ერევა, დღესაც დაახარვეზებენ - იუსტიციის სახლს რაგბისტებისგან პოლიცია იცავს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სახლთან რაგბის კავშირის პრეზიდენტის ირაკლი ბუსერიძის მხარდასაჭერად ვეტერანი მორაგბეების აქცია მიმდინარეობს. მათ კონკრეტული გზავნილი აქვთ - ხელისუფლებამ შეწყვიტოს სარაგბო სამყაროს საქმეებში ჩარევა და ლეგიტიმურად სცნოს არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლთან პოლიციაა მობილიზებული - ისინი შენობას სპორტსმენებისგან იცავენ. 

რაგბის კავშირის გამგეობის ერთი ნაწილი შეიკრიბა და 24 თებერვალს ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებამ კი, სავარაუდოდ, სარაგბო საქმიანობის სრული პარალიზებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტი 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა.

იუსტიციის სახლთან შეკრებილები ამბობენ, რომ პროცესებში ირაკლი კობახიძის მამა ერევა და საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის დარეგისტრირებას დღესაც არ აპირებს: "პირდაპირი ინფორმაცია გვაქვს შიგნიან, რომ დღესაც დახარვეზებას აპირებენ", - ამბობენ სპორტსმენები. 

თუ საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძეს დღესაც არ დაარეგისტრირებს, სპორტსმენები აქციების გაგრძელებას აანონსებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი