საგამოძიებო კომისია მორიგი სატყუარაა - ოპოზიცია კომისიაში ​​​​​​​მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია, კიდევ ერთი ფარსის მიღებას და ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპრიებს.

ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომისიის შეთავაზება, საერთაშორისო
პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიგონა.

"ქართული ოცნება მოსახლეობას ანებივრებს დადგმული სპექტაკლებით, ჩვენ კიდევ ერთი ფარსის შემსწერეები ვართ ახლა, როდესაც ცდილობს "ოცნება" ტავი დაიძვრინოს იმ უხერხული მდგომარეობიდან, რომელიც თვითონ შეუქმნა საკუთარ თავს, მაშინ, როდესაც მოიპარა არჩევნები", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ნონა მამულაშვილ

"ეს საგამოძიებო კომისია ისევე გამოიძიებს ამ საკითხს, როგორც ცესკომ გამოიძია ჩვენი საჩივრები და როგორც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები ამ საჩივრებზე. ასე, რომ ამ საგამოძიებო კომისიაში მუშაობა ეს არის თავის მოტყუება", - ამბობს "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტ საბჭოს, თავმჯდომარე, ნატო ჩხეიძე

"ეს საგამოძიებო კომისია არის მორიგი სატყუარა, რომელიც ხელისუფლებამ შემოაგდო ოპოზიციაში არეულობის შემოსატანად", - თქვა "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ

"ქართულ ოცნებაში" კი, ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო რჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციამ ეს რიტორიკა უნდა დაივიწყოს. მმართველ გუნდი მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შევდინენ და მუშაობა გააგრძელონ საგამოძიებო კომისიაში. 

"ერთი წამით დაუშვით, რომ არჩევნებში რაღაც დოზით გაყალბებას ჰქონდა ადგილი, 1%-იანი გაყალბების დადგენას,ხომ არაფერი არ უნდა, ხომ უმარტივესია. ეს რომ მართალი იყოს დამიჯერეთ დღესვე ყველანი შემოვიდოდნენ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებოდნენ აიღებდნენ ლიდიგნს .ე.წ, ამ საკითხთან და კავშირებით და დაამტკიცებდნენ, მაგრამ თვითონ. თქვენზე უფრო კარგად იციან, ჟურნალისტებზე და ყველა სხვა ადამიანზე უფრო კარგად, ვისაც იქ წარმომადგენელი არ ჰყავდა, რომ არჩევნები სინამდვილეში არ გაყალბებულა და მოატყუეს საზოგადოება და ამ ტყუილიდან ვერ გამოდიან, რომ შემოვიდნენ დამტკიცდება, რომ 1%-იანი გაყალბებაც კი არ ყოფილა და ამისი აღიარება მოუწევთ და არ არიან ისინი მზად", - ამბობს მამუკა მდინარაძე

აქვე გეტყვით, რომ გაყალბებული არჩევნების საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ქმნის. არჩვენებიდან 3 თვის შემდეგ, ხელისუფლება საპარლამენტო ფორმატში გეგმავს, გადაამოწმოს, გაყალბდა თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები და 3 თვის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში დაწყობილი შემაჯმაებელი ოქმები და ბიულეტები ხელხალ გადაამოწმოს.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი