გაყალბებული არჩევნების საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ქმნის. არჩვენებიდან 3 თვის შემდეგ, ხელისუფლება საპარლამენტო ფორმატში გეგმავს, გადაამოწმოს, გაყალბდა თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები და 3 თვის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში დაწყობილი შემაჯმაებელი ოქმები და ბიულეტები ხელხალ გადაამოწმოს.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მონაწილეობას მიიღებენ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი". სხვა შემთხვევაში მათი პარტიის მონაწილეობას ამ ოროცესში აზრზს ვერ ხედავს.
"ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიმნოვნებით მოხლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა ესენი არიან: პატრიოტთა ალიანსი, ნაიცონალური მოძრაობა და მეორე ნაციონალური მოძრაობა, ნოკერიას პარტია. ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ, გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი
პარლამენტის თავმჯდოამრის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილსის ადგილას რომ იყოს, გადაწყვეტილების მიღებისას არ იჩქარებდა.
"თუკი გადაწყვეტილი აქვს მიღებული, რომ კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთოს. რა საკვირველია, ძალდატანება, ზეწოლა, არგუმენტები არ გაჭრის. საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხავას თუ საჭიროა, ვინც იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, იმათი მონაცემების შემოწმებასაც. ასე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მის ადგილას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არ ვიჩქარებდი. ვინაიდან ყველა მასალა, ყველა რესურსი გააჩნია კომისიას, რომ მიიღოს ინფორმაცია გაანალიზოს და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი", - ამბობს გია ვოლსკი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანისთვის, სამწუხაროა, რომ ამ მექანიზმს ოპოზიცია არ უერთდება.
"სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ ამ მექანიზმზე არ უერთდებიან საგამოძიებო კომისიის მუშაობას. იქედან გამომდინარე, რომ მათ ინტერესში არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა და არანაირი სხვა პროცესი რომელიც წესით პოზიციას უნდა აინტერესებდეს, მათ ინტერესში არ არის. ალბათ ეს ყველაფერი ლოგიკურად გამოწვეულია იქედან, რომ მათ არ ჰყოფნით შესაბამისი ცოდნა, ინტელექტი, იმისათვის, რომ სათანადო დისკუსიაში შემოვიდნენ ჩვენს მმართველ გუნდთან", - ამბობს ნინო წილოსანი.
ოპოზიცა კი კობახიძის მორიგ კლოუნადაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ძალაუფლების, ტყუილით მიმტაცებელი "ოცნების" კომისიის დასკვნაც ერთი დიდი ტყუილი იქნება.