საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიებში განვიხილეთ - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება მოლაპრაკებების დროს განიხილეს. 

"საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი ჩვენ პოლიტიკური დისკუსიების დროს განვიხილეთ, ეს ერთერთი მექანიზმია და მე ვიტყოდი, საკმაოდ ძლიერი მექანიზმი იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს 2020 წლის არჩევნებში გამოვლენილი ფაქტების შესწავლა, უნდა იქნას შეთანხმებული რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის კომისიის სტრუქტურა, ოპოზიციის მონაწილეობა, საერთო აზრების ჩამოყალიბება, სხვადასხვა ფაქტებზე, საზოგადოების ჩართულობა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ამ კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე თავიდანვე იმიტომ ვუჭერდი მხარს ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, რომ სწორედ ასეთ კომისიებში მონაწილეობაა მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, არსებობს საარჩევნო რეფორმის საკითხიც, რომელშიც ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციის მონაწილეობა", - ამბობს კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის. მისივე თქმთ, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ეს უპირველესი საკითხია დღეს. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ. თუმცა თარიღი ჯერ არ შეგვირჩევია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე ვიპოვით საერთო ნიადაგს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. საარჩევნო რეფორმა ძალიან დადებითი მოვლენა იქნება. აუცილებელია, რომ დასკვნები იქნას გამოტანილი 2020 წლის არჩევნებიდან, რათა მომავალში უკთ წარიმართოს პროცესები", - თქვა კარლ ჰარცელმა 

აქვე გეტყვით, რომ გაყალბებული არჩევნების საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ქმნის. არჩვენებიდან 3 თვის შემდეგ, ხელისუფლება საპარლამენტო ფორმატში გეგმავს, გადაამოწმოს, გაყალბდა თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები და 3 თვის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში დაწყობილი შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტები ხელხალ გადაამოწმოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი