თუ ტრანსპორტი შვიდამდე იმუშავებს, ისევ საშვების მათხოვრები ვრჩებით - ბიზნესმენები მთავრობას

გამოქვეყნდა:

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვტილება რეგულაციების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ და ამბობენ, რომ ძალაში რჩება ისეთი შეზღუდვები, რაც ბიზნესს ისევ საფრთხის ქვეშ აყენებს.

"დაგვექცა თავზე ყველაფერი და არ ვიცი მე, მაგალითად, როგორ უნდა განვაგრძო მუშობა, ასევე მაინტერესებს, კონკრეტული გეგმა, რას აპირებენ, როგორ ეხმარებიან... რომელ დახმარებას გვიუქმებთ, ბატონო პრემიერო, რომელიც არ გვქონია? ტრანსპორტი იმუშავებს - გასაგებია, მაგრამ რომელ საათამდე იმუშავებს ტრანსპოტი? თუ ცხრაზე კომენდანტი იწყება, ტრანსპორტი კი შვიდამდე იმუშავებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ პარალიზებული  და საშვების მათხოვრები რჩებით", - ამბობს ერთერთი რესტორატორი "მთავართან" საუბარში. 

სწორედ იმის გამო, რომ თავიანთი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად არ მიაჩნიათ, რესტორატორები და ცალკეული ბიზნესმენები აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციაში, რომელიც "სირცხვილიამ" 6 თებერვალს დაანონსა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე გახდებოდა ცნობილი. 

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. 

  • 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება
  •   8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით ბაზრობები გაიხსნება
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ
  • 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც აღდება
  • ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება

ამის მიუხედავად, მოქალაქეების პროტესტი მაინც გრძელდება, "სირცხვილიას" აქცია 6 თებერვალს გაიმართება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი