სამართლებრივად ვიდავებთ – ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებას ელის

გამოქვეყნდა:

საჯაროო რეესტრმა, მორაგბეების პროტესტის შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძის დარეგისტრირებისთვის, ხუთი დღიანი ვადა ითხოვა.

ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ თუ რეესტრი მას არ დაარეგისტრირებს დავას სამართლებრივად განაგრძობს.

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ხურციძის მხარეს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია, სამართლებრივ ჭრილში ვიმედოვნებ, მიიღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, თუ არა სამართლებრივად ვიდავებთ, უფლება არ აქვთ, მე როგორც რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი არ დამარეგისტრიროს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უკანონობა არ დავუშვათ" – ამბობს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე

დღეს იუსტიციის სახლთან რაგბის კავშირის პრეზიდენტის ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად ვეტერანი მორაგბეების აქცია გაიმართა – ირაკლი კობახიძის მამა ერევა, დღესაც დაახარვეზებენ

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი