აბასთუმნის ობსერვატორია პრემიერმა გახარიამ ილიას უნივერსიტეტს ჩამოართვა და განათლების სამინისტროს გადასცა. მეცნიერებისთვის ვინც, მთელი ცხოვრება ამ ტელესკოპებთან ერთად გაატარა არც არაფერი უკითხავს. 100 წლის წინ დაფუძნებული ობსერვატორიის 50-ზე მეტმა თანამშრომელმა შემთხვევით გაიგო, რომ ახლა ისინი ილიას უნივერსიტეტის ნაცვლად საქართველოს მთავრობამ უნდა მართოს.
პრემიერის ხელმოწერილ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ამიერიდან განათლების მინისტრი დანიშნავს ობსერვატორიის დირექტორს და მინისტრი მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას, რაც ამ ობსერვატორიას უკავშირდება, მათ შორის, სამინისტროს შეეძლება ამ ტერიტორიის გასხვისება ან სხვა ფუნქციით დატვირთვა.
ყანობილის მთაზე, უნიკალურ ზონაში, აბასთუმნის ობსერვატორია,300 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ფლობს. ტელესკოპების მუშაობას კი 50-მდე მეცნიერ თანამშრომელი უზრუნველყოფს. სამსახურის დაკარგვის შიშით კამერების წინ პირდაპირ ყველა არ საუბრობს, თუმცა მთავრი სათქმელი ასტროფიზიკოსმა ნინო ყოჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა დაპირდა თქვა, ობსერვატორიის ჩასაყლაპად ემზადებიან.
ორშაბათს ობსერვატორიის დამოუკიდებლობის დღე იყო - გახარიამ გვახარა.
ანუ ამის მერე ობსერვატორია ცალკე სამართლის იურიდიული პირია. ვინმეს თუ ჩვენი ჩაყლაპვა მოესურვა (კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ვგულისხმობ), ცოტა ფრთხილად, გულზე არ დავადგეთ
კოლმეურნეობის თავმჯდომარე ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია. აბასთუმანი "ქართული ოცნების" ლიდერის სამიზნე ერთი წლის წინ გახდა. ივანიშვილმა ჯერ ტუბსაავადმყოფოს ტერიტორია შეისყიდა და უნიკალური მიკროკლიმატის ზონაში სასტუმროს იშენებს, საავადმყოფო კი სალ კლდეზე გადაიტანეს, ახლა ობსერვატორიის ჯერ დადგა. რატომ წაართვეს საუკუნის წინანდელი ობსერვატორია უნივერსიტეტს და გადასცეს განათლების სამინისტროს, ამ კითხვაზე საქართველოს მთავრობას პასუხი არ ჰქონდა.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ გახარიამ უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორია, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით წაართვა. რადგან ასე მთავრობას ყანობილის მთის უნიკალური ტერიტორიის კონტროლი და მისი სრულად განკარგვა უფრო გაუადვილდება.