რესტორატორების დაანონსებულ მასშტაბურ პროტესტს და დაუმორჩილებლობას ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებით პასუხობს.
15 თებერვლიდან ღია ტიპის კაფეები გაიხსნება, თუმცა ნებართვის გაცემასთან ერთად პრემიერი ბიზნესმენებს დაემუქრა, რომ თუ შაბათს აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, სუბსიდირების პროგრამაში ვერ მიხვდებიან.
თუმცა კვების ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ დაუმორჩილებლობაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას.
ისევ დაკეტილი რჩება სპორტდარბაზები, ზამთრის კურორტები და გასართობი ცენტრები. შეზღუდვა არ იხსნება არც კომენდანტის საათზე.