რუსი ექიმი, რომელმაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალა, "მოულოდნელად" გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ექიმი, რომელმაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, მოწამვლისას რუსეთის საავადმყოფოში უმკურნალა, გუშინ გარდაიცვალა. – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა" – ნათქვამია საავადმყოფოს გავრცელებულ ინფორმაციაში

ექიმის გარდაცვალების მიზეზი საავადმყოფოს არ დაუსახელებია.

"ნოვიჩოკის" ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ ნავალნი დაუყონებლივ სწორედ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან თვითმფრინავი, რომლით გადაადგილებისასაც ნავალნის მოწამვლის სიმპტომები დაეწყო, სწორედ ომსკში დაუგეგმავად დაეშვა.

სერგეი მაქსიმინიშსს, აგვისტოში, ნავალნის მდგომარეობის შესახებ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს, ამჟამად ის რუსეთის ციხეშია – მას 3.5 წელი მიესაჯა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი